Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი

Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი
Название: Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი
Автор:
Жанр: Прочая образовательная литература
Серии: Нет данных
ISBN: Нет данных
Год: Не установлен
О чем книга "Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი"

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

Бесплатно читать онлайн Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი


Ⴀვტორ-შემდგენელი Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


ISBN 978-5-4490-1561-7

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero




Ⴜინასიტყვაობა

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სასარგებლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცემულია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტრაციების და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხები.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც  .

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) – საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze – პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) – სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.



Abendschule – საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) – Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.

Abitur – გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.

Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) – სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.

Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) – პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.

ADAC («ႠႣეႠႺე») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.

ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.

Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») – 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან – საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».

Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876—1967 წწ.) – Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949—1963 წწ.; 1946—1966 წწ. – ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») – Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949—1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.

Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) – 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.

Adler («Ⴀდლერ») – საბეჭდი მანქანის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.

Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») —საბეჭდი მანქანების ქარხანა, დაარსებული 1880 წ. ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; 90—ან წლებში შეუერთდა ფირმა Triumph—ს.



Admiral (ადმირალი) – უმაღლესი წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.

Admiralapotheker (ადმირალ—ფარმაცეფტი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiralarzt (ადმირალ—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiraloberstabsarzt (ადმირალ—უფროსი შტაბს—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ვიცე—ადმირალის წოდებას.

Admiralstabsarzt (ადმირალ—შტაბს—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება კონტრ—ადმირალის წოდებას.

ADN (სააგენტო ႠႣႬ) – იხ. Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst.

Advent (ადვენტი) – საშობაო დღესასწაულის წინა დრო, რომელიც იწყება 26 ნოემბრის შემდეგ პირველ კვირას და გრძელდება 4 კვირა Ⴘობამდე; დღესასწაულის მოახლოვებისას ადვენტის ყოველი შემდეგი კვირის მნიშვნელობა და ფასეულობა იზრდება.

Adventkranz (წინასაშობაო გვირგვინი) – გვირგვინი ნაძვის ხის ტოტებისგან ოთხი სანთლით, რომელსაც დგავენ მაგიდაზე ან ჰკიდებენ სახლის შესასვლელს ზემოთ.

Adventskalender – წინასაშობაო საბავშვო კალენდარი, რომელზედაც ყოველ დღე, დაწყებული 1 დეკემბრიდან, იხსნება თითო სარკმელი; ღია სარკმელში ბავშვი ხედავს საჩუქარს, რომლის მიღებაც მას სურს.

AEG (ႠႤႢ) – იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft.

AEG-Telefunken («ႠႤႢ—Ⴒელეფუნკენი») – იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft АEG-Тelefunken.

AGF – იხ. Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen.

Agfa / AGFA («Ⴀგფა» / «ႠႢႴႠ») – იხ. Aktiengesellschaft für Anilin-produktion.

Agfa AG («Ⴀგფა ႠႢ») – 1956 წ. ქ. Ⴊევერკუზენში დაარსებული ფოტო— და კინომასალების წარმოების უდიდესი ფირმა; 1964 წელს გაერთიანდა ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» -თან.

Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა—Ⴂეფერტ ႠႢ») – ფოტო— და კინომასალების წარმოების გერმანულ—ბელგიური კონცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერმანულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტის» გაერთიანების შედეგად.

Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») – Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.



Aim – მთის ალპიური საძოვარი.

Akademiker – უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანი.

Akademischer Beifall (აკადემიური ტაშის დაკვრა) – სდუდენტების მიერ მოხრილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონების ნიშნად.

Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელშაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») – 1883 წ. დაარსებული ანილინის პროდუქციის წარმოების აქციონერული საზოგადოება; 1925—1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; 1956 წ. დაარსდა ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».

Aktivisten der ersten Stunde («პირველი საათის აქტივისტები») – Ⴂერმანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში ნაცისტური რეჟიმის შედეგების აღმოფხვრის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღეებში.


С этой книгой читают
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული წარმართული კალენდრის და წელთაღრიცხვის მოკლე მიმოხილვა. Ⴃახასიათებულია ქართული ეროვნული წარმართული წელთაღრიცხვის ამოსავალი წერტილი და მის საფუძველზე შექმნილი ქართული Ⴃასაბამითის და ქართული Ⴕორონიკონის წელთაღრიცხვების სისტემები. Ⴀღწერილია თარიღების გამოთვლის ხერხები სხვადასხვა კალენდარულ სისტემებისთვ
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული წარმართული კალენდრის და წელთაღრიცხვის მოკლე მიმოხილვა. Ⴃახასიათებულია ქართული ეროვნული წარმართული წელთაღრიცხვის ამოსავალი წერტილი და მის საფუძველზე შექმნილი ქართული Ⴃასაბამითის და ქართული Ⴕორონიკონის წელთაღრიცხვების სისტემები. Ⴀღწერილია თარიღების გამოთვლის ხერხები სხვადასხვა კალენდარულ სისტემებისთვ
Ⴜიგნის ძირითადი დანიშნულებაა – უცნობი ენების ამოცნობა მათი დამწერლობების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ენას. Ⴃიდი რაოდენობით მოცემულია ტაბულები და მაჩვენებლები, რომლებიც უადვილებენ მკითხველს ცნობარის ხმარებას.
Ⴁიბლიოგრაფიულ ცნობარში ასახულია 254 ბიბლიოგრაფიული წყარო, გამოცემული 62 წლის პერიოდის განმავლობაში (1927–1989 წწ.). Ⴑახელთა საძიებელი მოიცავს ავტორების გვარებს. Ⴚნობარის ბოლოში მოთავსებულია ლიტერატურული წყაროების და ქრონოლოგიური საძიებლები.
Книга раскрывает многие тайны, окружающие человека, рассказывает об удивительных явлениях природы, о красивых водопадах и разрушительных вулканах, о диковинных растениях, животных, насекомых. Вы узнаете о блуждающих камнях, миражах, таинственных рисунках, загадочных огнях и о многом другом.Для широкого круга читателей.
Сборник научных статей, основанных на результатах научных исследований китайских и русских студентов. «Евразийское Мышление – Вопросы науки и техники» был написан 17 ноября 2024 года. Эта серия эссе разработана учителями университетов, аспирантами, студентами бакалавриата и всеми, кто заинтересован в проблемах науки и современными академическими темами в Евразии. Сбор научных статей в этой статье учитывает практику современных научных проблем и р
В этом увлекательном и глубокоуважаемом исследовании вы окунетесь в мир физики – науки, которая не только формирует наше понимание природы, но и изменяет её облик благодаря технологическим достижениям. «Физика: причины возникновения и этапы развития науки и учебной дисциплины» предлагает читателям уникальный обзор ключевых моментов, предшествовавших формированию этой замечательной дисциплины, и рассматривает ее эволюцию от древнегреческих философ
Эта захватывающая книга представляет собой глубокое погружение в мир современной физики, философии и воображаемых миров, стремясь найти ответ на один из самых великих вопросов человечества: существует ли Теория Всего, способная объяснить и связать воедино все фундаментальные аспекты нашей Вселенной? Автор ведет читателя через сложные, но увлекательные концепции физики и философии, от теории струн до квантовой механики, от мультивселенной до темно
Эффективному общению может научиться каждый за короткое время! Для этого достаточно выполнять нужные упражнения при определённом настрое.При каком настрое?Какие упражнения?Ответы – в этой небольшой, но очень практичной и понятной книге!Автор книги – молодой динамичный психолог, который уже более четырех лет учит психологии по-новому. И очень успешно! Читайте книгу, учитесь общаться так, чтобы добиться всего, чего хотите, в современном обществе!
На парижском авиасалоне в Ле Бурже планируется презентация новейшего российского самолета «Экстра-Джет». Для освещения события одна из московских газет отправляет во Францию корреспондента Алексея Данилова. В Париже Алексей случайно встречает давнюю подругу Юлию. Та сообщает Данилову, что ее муж, известный американский бизнесмен, приказал своим подручным взорвать «Экстра-Джет» во время презентации и тем самым устранить опасного конкурента в авиаб
Знакомьтесь, меня зовут Елена Лайм, и я скрашу твою ночь своими сексуальными, притягательными и зажигательными историями обо мне. Я безбашенная стерва, которая расскажет всё о своих секс-похождениях. В этих историях есть всё, что вы не могли представить о сексе до этого момента, которые приправлены чёрным юмором. Гарантирую, что вы будете удовлетворены.
Обычный парень Алексей, отдыхая за городом, находит посреди леса человека и решает помочь ему, тем самым вовлекая себя и своих друзей в череду событий, которые навсегда изменят их жизни. Чем больше он пытается разобраться в ситуации, тем больше вопросов и трудностей встают на их пути, потому как на неизвестного человека открыта охота, и непонятно государство или бандиты охотятся за человеком, или же герои попали в противостояние между добром и зл